
ისანში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივებმა ცხედრები კორპუსთან აღმოაჩინეს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. როგორც ცნობილია, გარდაცვლილებიდან ერთი არასრულწლოვანია. ისინი სავარაუდოდ 22-ე სართულიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალნენ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მეზობლებს დაპირისპირებისა და ხმაური ესმოდათ. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დამატებითი დეტალები უცნობია. ფორმულა დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.