
პარტია გახარია - საქართველოსთვის წევრის გიორგი შარაშიძის თქმით, პოლიცია გლდანში მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კოკა კობალაძის პირად ავტომობილში ჩხრეკას ატარებს.
მისი თქმით, თავად კოკა კობალაძეც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ არის გაჩერებული.
"მინდა გაგაცნოთ უახლესი ინფორმაცია. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანში, ლუწ მიკრორაიონებში, კოკა კობალაძე არის გაჩერებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ და მიმდინარეობს მისი პირადი ავტომობილის ჩხრეკა. ამ წუთას ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მიემართებიან", - ამბობს გიორგი შარაშიძე ფორმულასთან.