ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, თბილისელებმა, სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აჩუქონ თავიანთი ხმა იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა, იზოლაცია გაუკეთა, ჩამოაშორა თავისუფალ არჩევანს, ევროპულ არჩევანს და ქვეყანა შეიყვანა საკმაოდ სერიოზულ კრიზისში, კორუფციის ჭაობში, კრიმინალურ ჭაობში და ა.შ. ამიტომ, ჩემი დღევანდელი ხმა მე მივეცი გათავისუფლებას იმ ქალაქების და სოფლების, იმ მუნიციპალიტეტების, რომელიც რეალურად ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ბანდას, რომელსაც ჩვენი ისტორიული არჩევანი აქვს შეცვლილი.
თქვა ლელო - ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.