ბორელი: ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? პირობები შეასრულეთ

ბორელი: ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? პირობები შეასრულეთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს არასოდეს მიატოვებს. ჟურნალისტმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჰკითხა - კანდიდატის სტატუსზე უარი ხომ არ გააჩენს სკეპტიციზმს და იმედგაცრუებას საქართველოს მოქალაქეებში და ხომ არ იქნება გზავნილი, რომ საქართველო ევროპამ მიატოვა.

ბორელის თქმით, საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ისინი ევროკავშირმა მიატოვა.

"არასოდეს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, არასოდეს, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია - არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე - მე ნუ მეუბნებით. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს თემა, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ, მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ ვალდებულებების [მოთხოვნების] შესრულებაში, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა, ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს", - თქვა ჯოზეფ ბორელმა.