სასამართლომ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კუპრავა 1 სექტემბერს დააკავეს.

პროკურატრის განცხადებით კუპრავამ 30 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა სუს-ის თანამშრომლებს დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია.

მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) მიმდინარეობს.

სასჯელი თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.