
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე სასამართლომ "ლაგი კაპიტალის" 2 წარმომადგენელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ბესიკ და ალექსანდრე ბერძენიშვილები კოპანიის ფორმალური მფლობელები 2023 წლის თებერვლიდან იყვნენ.
პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ადამიანთა ფართო წრე დაიკითხება.
ბესიკ და ალექსანდრე ბერძენიშვილები შსს-მ 30 სექტემბერს დააკავა.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ შპს "ლაგი კაპიტალმა" მოიგო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. თუმცა საგამოძიებოს განცხადებით, არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
ამასთანავე, უწყებაში აღნიშნეს, რომ არ აშენებულა ჯამში 4 სკოლა რასაც კომპანიას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.
უწყება აცხადებს, რომ გარკვეული მექანიზმის გამოყენებით, ბრალდებულები უკანონოდ დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11 218 380 ლარიდან 9 365 801 ლარს.
სასჯელი თავისუფლების 9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.