თბილისის მერობის კანდიდატი, ლელო - ძლიერი საქართველოს ლიდერი ირაკლი კუპრაძე საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა.
ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
"თუ არ გინდათ წარსული, თუ გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, ეს ქალაქი და ქვეყანა პოლიტპატიმრების გარეშე, უსამართლობის, უკანონობის, არაკომპეტენტურობის გარეშე, აუცილებად უნდა მიხვიდეთ თქვენს საარჩევნო უბნებზე და მისცეთ ხმა მომავალს. არა წარსულს, არამედ მომავალს.
მარტივი ფორმულირებაა, რომ თქვენი დედაქალაქის, თბილისის და მთელი საქართველოს ბედს წყვეტთ მხოლოდ თქვენ - იმედიანად, მშვიდობიანად. ამისთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა, თქვენი აზრი, იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ, იმ გუნდებისა და კანდიდატების მიმართ, რომლებიც საუბრობენ მომავალზე. კი არ იკინკლაობენ, არამედ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლითაც შეიძლება მხარი დაუჭირონ მოქალაქეებს და აღმოვფხვრათ ის სიღარიბე, უსამართლობა და კორუფცია, რაც ახლა ჩვენ გარშემოა გამეფებული"- თქვა კუპრაძემ.