
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ ამერიკის ხმის სარჩელი დააკმაყოფილა და მისი დახურვა დაბლოკა. კერძოდ, მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ამერიკის ხმის საქმიანობის აღდგენა დაავალა.
ასევე, ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეწყვიტოს მთავრობის მიერ დაფინანსებული რადიო თავისუფალი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელების - დახურვასთან დაკავშირებული ძალისხმევა.
ასევე აშშ-ის ოლქის მოსამართლე როის ლამბერტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ავალებს, ამერიკის ხმის ყველა გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინოს.
მოსამართლე მიუთითებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გადადგას "ყველა საჭირო ნაბიჯი" თანამშრომლებისა და კონტრაქტორების პოზიციებზე დასაბრუნებლად და მაუწყებლობის გასაახლებლად.
22 მარტს ამერიკის ხმის ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში შეიტანეს.
ჟურნალისტების განცხადებით, ქვეყნის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას არღვევს.
მანამდე, ამერიკის ხმის ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში მას შემდეგ გაუშვეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს საქმიანობა შეუზღუდა.
ცნობისთვის, 15 მარტს მერიკის შეერთბული შტატების გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) გამოცემას განუცხადა, რომ ფედერალური გრანტის შეთანხმება შეუწყვიტა.