რადიო თავისუფლების დირექტორი: დაფინანსების შეწყვეტა აშშ-ს მტრებისთვის საჩუქარი იქნება

რადიო თავისუფლების დირექტორი: დაფინანსების შეწყვეტა აშშ-ს მტრებისთვის საჩუქარი იქნება

გამოცემა რადიო თავისუფლების ცნობით, ამერიკის შეერთბული შტატების გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) გამოცემას განუცხადა, რომ ფედერალური გრანტის შეთანხმება შეუწყვიტა.

USAGM მეთვალყურეობს ახალი ამბებისა და ინფორმაციის გადაცემას თითქმის 50 ენაზე ყოველ კვირას დაახლოებით 361 მილიონი ადამიანისთვის.

აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიოთავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia), ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელები (MBN).

რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა თქვა, რომ საგრანტო ხელშეკრულების გაუქმება "დაფინანსების შეწყვეტა აშშ-ს მტრებისთვის საჩუქარი იქნება".

"რადიო თავისუფლების გრანტის შეთანხმების გაუქმება ამერიკის მტრებისთვის უზარმაზარი საჩუქარი იქნება. 75 წლის შემდეგ RFE/RL-ის საქმიანობის შეწყვეტას ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და მოსკოვსა და მინსკში ავტოკრატები იზეიმებენ. ჩვენი მეტოქეებისთვის გამარჯვების მიცემა მათ გააძლიერებს და ამერიკას დაასუსტებს.

RFE/RL-ის დიდხნიანი ისტორიის განმავლობაში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობდით. ჩვენ გარეშე, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანს დახურულ საზოგადოებებში, რომლებიც ყოველ კვირა ზუსტი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად ჩვენ გვეყრდნობა, ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ სიმართლეზე წვდომა არ ექნება", - წერია განცხადებაში.

დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის, ჯამში 7 სააგენტოს ეხება:

1. მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;

2. აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;

3. ვუდრო უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;

4. სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;

5. აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;

6. თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;

7. უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.