
გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი "ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ელჩის განცხადებით, ეს უჩვეულო შემთხვევაა "მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში".
მან ასევე დასძინა, რომ იგი სამინისტროში დაგმობს საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ კურსს.
"მე დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს ისტორიაში საგარეოში გერმანიის ელჩი პირველად დაიბარეს. შევალ და მოვისმენ რას გადმომცემენ. მაგრამ ასევე მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ელჩების მიმართ.
მე დავგმობ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობას", - განაცხადა ფიშერმა.