იუკნევიჩიენე: თუ არ შესრულდება რეკომენდაციები, უვიზო შეჩერდება - სხვაგვარად წარმოუდგენელია

იუკნევიჩიენე: თუ არ შესრულდება რეკომენდაციები, უვიზო შეჩერდება - სხვაგვარად წარმოუდგენელია

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ფორმულასთან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება იტყუება, "როგორც კრემლის წარჩინებული სტუდენტი", როდესაც ამბობს, რომ - "ევროკავშირს არ სურს ქართველები უვიზო მიმოსვლით სარგებლობდნენ".

ის ამბობს, რომ ქართულ ოცნებაში ძალიან კარგად იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ ქვეყანამ უვიზო რეჟიმი შეინარჩუნოს. ის აღნიშნავს, რომ თუ საქართველო არ შეასრულებს რეკომენდაციებს, უვიზო რეჟიმი შეჩერდება, რადგან "სხვაგვარად წარმოუდგებელია", ამაზე პასუხისმგებლობა კი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ეკისრება.

"რეჟიმის იმის ჩვენება სურს, რომ თითქოს ევროკავშირს არ სურს ქართველები უვიზო მიმოსვლით სარგებლობდნენ. მაგრამ ეს ტყუილია! ისინი იტყუებიან ყოველდღე, როგორც კრემლის წარჩინებული სტუდენტები. რატომ იტყუებიან? იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობაა რეკომენდაციების შესრულება, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის ხელშია. მოთხოვნები გაწერილია შესაბამის დოკუმენტებში და “ქართულ ოცნებაში” ძალიან კარგად იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან რომ ქვეყანამ უვიზო რეჟიმი შეინარჩუნოს.

წლების წინ, როდესაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო ქვეყანაში სხვა მდგომარეობა იყო. უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება არ არის უსასრულო. იცავს თუ არა ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს? პროცესი ყოველწლიურად ფასდება. ეს ყველა ქვეყანაზე ვრცელდება, არამხოლოდ საქართველოზე. თუ საქართველო არ შეასრულებს რეკომენდაციებს, უვიზო რეჟიმი შეჩერდება, სხვაგვარად წარმოუდგებელია. მაგრამ პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიასთან ერთად. როდესაც ვუყურებ ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის მოთხოვნებს და იმას რაც საქართველოში ხდება, ძალიან გაოცებული ვიქნები თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველო ამ მოთხოვნებს ასრულებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. თანაც ეს უკანონო დაკავებები. ეს ნამდვილად არაა დემოკრატია.

ევროპარლამენტარი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

"რასა იუკნევიჩიენე: მდგომარეობა უარესდება ყოველდღიურად. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვიწინასწარმეტყველეთ და არაფერია ამაში გასაკვირი. იმედი ახლა არის ხალხი ქუჩაში. მეტი ადამიანი ქუჩაში ნიშნავს მეტ იმედს. რაც უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, თუ რას ნიშნავს “ოცნების” მმართველობა საქართველოსთვის, ეს ნიშნავს უკეთეს მომავალს ქვეყნისათვის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მეტის გაკეთება შეუძლიათ იქნება ეს სანქციები თუ ზეწოლა რეჟიმზე. მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღო ქართველმა ხალხმა და არა “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც რეკომენდაციები არ შესრულებულია.

ეს იყო გზავნილი ხალხის მიმართ, რომ თქვენს გვერდით ვართ და არ მივცემთ უფლებას რუსეთს თქვენით ისარგებლოს. მაგრამ, “ქართულმა ოცნებამ” ეს გადაწყვეტილება მანიპულაციისათვის გამოიყენა, იმის საჩვენებლად, რომ თითქოს პროევროპული ძალაა. ახლა ყველა ნიღაბი მოხსნილია. საინტერესოა, “ოცნების” ამომრჩევლებმაც თუ გააცნობიერეს, რომ ისინი მოატყუეს. რეალური განწყობების შესაფასებლად, საჭიროა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაატარებენ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს. პროცედურებს ხანდახან ალბათ ლუკაშენკოც იცავს. აქ მთავარი ისაა, რომ წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში არიან, როდესაც წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე შეზღუდულია. ეს ნამდვილად არ არის არჩევნები", - აღნიშნავს რასა იუკნევიჩიენე.