
დღეს, დაახლოებით შუადღის 1-ელ საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა.
არსებული ცნობით, შსს-ში შევიდა შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.
ამ დროისთვის, ადგილზე მივიდნენ სუს-ის ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები
ცნობილია, რომ მანდატურებმა შენობა ყველა პირს დაატოვებინეს, შეწყდა სასამართლო პროცესებიც.