სუს: 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დავაკავეთ 5 ადამიანი

სუს: 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დავაკავეთ 5 ადამიანი

დღეს სუს-ში ბრიგინფზე განაცხადეს, რომ 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 ადამიანი დააკვეს.

მათ განცხადებით, დაკავებულები არიან: შპს B. P. Trans-ის დირექტორი ვ.კ., ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ, და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი.

მდინარაძის სუს-ი აღნიშნავს, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, დანარჩენი დაკავებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციოული სააგენტოს მიერ, საქართველოს პროკურატურასტან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია შპს B. P. Trans-ის დირექტორი ვ.კ., ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ, და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი.

ხოლო "B. P. Trans-ის" ყოფილ დიერქტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბ.პ.-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშეოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისიონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირ-დამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ბ.პ. ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ.-ს, კომპანისს თანამშრომელ ი.ჭ.-სა და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ.-ს, რ.ფ-ს და ი.გ.-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეოიბს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 25-180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავიუსუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა-დაზუსტების მიზნით", - აცხადებენ სუს-ში.