The Hill: ამერიკის ხმის თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს

The Hill: ამერიკის ხმის თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, ამერიკის ხმის ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში მას შემდეგ გაუშვეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს საქმიანობა შეუზღუდა.

გამოცემა წერს, რომ USAGM-ის მიერ ამერიკის ხმის თანამშრომლებისთვის მიწერილი მეილის შინაარსი ასეთია: "დისციპლინარული მიზნებისთვის არ კეთდება" და თანამშრომლები გაშვებულები არიან "ადმინისტრაციულ შვებულებაში სრული ანაზღაურებით და შეღავათებით".

გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, VOA-ს თანამშრომლებს სამუშაო შენობებში შესვლა HR-ის აღმასრულებელი დირექტორის ნებართვის ან ზედამხედველების წინასწარი ნებართვის გარეშე აკერძალათ.

ამასთან, ცნობილია, რომ გამოცემა რადიო თავისუფლების ცნობით, ამერიკის შეერთბული შტატების გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) გამოცემას განუცხადა, რომ ფედერალური გრანტის შეთანხმება შეუწყვიტა.

დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის, ჯამში 7 სააგენტოს ეხება:

1. მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;

2. აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;

3. ვუდრო უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;

4. სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;

5. აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;

6. თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;

7. უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.