ოცნებამ ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა - 15-დან 10 MEGOBARI Act-ის სასანქციო სიაშია

ოცნებამ ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა - 15-დან 10 MEGOBARI Act-ის სასანქციო სიაშია

ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. შემადგენლობა პარტიის რიგით მე-9 ყრილობაზე ახლადარჩეულმა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას დაემატნენ - ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი. ისინი ირაკლი ღარიბაშვილსა და თორნიკე რიჟვაძეს ჩაანაცვლებენ.

ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ასეთია:

1. ბიძინა ივანიშვილი
2. ირაკლი კობახიძე
3. კახა კალაძე
4. შალვა პაპუაშვილი
5. მამუკა მდინარაძე
6. გიორგი ვოლსკი
7. თეა წულუკიანი
8. ვახტანგ გომელაური
9. ირაკლი ჩიქოვანი
10. მაკა ბოჭორიშვილი
11. ნიკოლოზ სამხარაძე
12. მარიამ ქვრივიშვილი
13. დიმიტრი სამხარაძე
14. სულხან თამაზაშვილი
15. ნინო წილოსანი

პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობის 15 წევრიდან - 10 სავარაუდოდ, MEGOBARI Act-ით განსაზღვრული სანქციების სამიზნე გახდება, მისი საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ.

ჯო უილსონის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან შესაძლო სანქციები ემუქრებათ: ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, შალვა პაპუაშვილს, მამუკა მდინარაძეს, თეა წულუკიანს, ვახტანგ გომელაურს, მაკა ბოჭორიშვილს, დიმიტრი სამხარაძეს, სულხან თამაზაშვილსა და ნინო წილოსანს.