ჯო უილსონი აქვეყნებს პირთა სიას, რომლებსაც, სავარაუდოდ, MEGOBARI Act-ის სანქციები შეეხებათ

ჯო უილსონი აქვეყნებს პირთა სიას, რომლებსაც, სავარაუდოდ, MEGOBARI Act-ის სანქციები შეეხებათ

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის "მაცოცხლებელთა" სიას, რომლებიც, სავარაუდოდ, MEGOBARI Act-ით განსაზღვრული სანქციების სამიზნე გახდებიან, მისი საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ.

სიაში არიან ქართული ოცნების მინისტრები, დეპუტატები, მოსამართლეები, ბიზნესმენები, პროპაგანდისტები.

"მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ან მიიღეთ შედეგები" - წერს კონგრესმენი X-ზე.

დოკუმენტში მითითებულია, რომ "ჩამოთვლილი პირები ეხმარებიან ბიძინა ივანიშვილს, საქართველოში ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს ხელში ჩაგდებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევაში".

სია ასე გამოიყურება:

აღმასრულებელი და სამართალდამცავი [ორგანოს წარმომადგენლები]:

  • ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი
  • კახა კალაძე - თბილისის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი
  • ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე
  • ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
  • ანრი ოხანაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
  • პაატა სალია - იუსტიციის მინისტრი
  • სულხან თამაზაშვილი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

საკანონმდებლო [ორგანოს წარმომადგენლები]:

  • შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე
  • ნინო წილოსანი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი
  • მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
  • ვიქტორ ჯაფარიძე - დეპუტატი, პროპაგანდისტული PosTV-ის მფლობელი
  • დიმიტრი სამხარაძე - დეპუტატი, ქართული ოცნების რეგიონული მდივანი
  • თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი

სასამართლო [ხელისუფლების წარმომადგენლები]:

  • მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
  • ლევან მურუსიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
  • დიმიტრი გვრიტიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
  • გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
  • ლევან თევზაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
  • ირაკლი შენგელია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
  • რევაზ ნადარაია - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
  • შალვა თადუმაძე - უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე

საკვანძო ინსტიტუციების [წარმომადგენლები]:

  • გიორგი გაბიტაშვილი - მთავარი პროკურორი
  • კარლო (კოკა) კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი
  • გიორგი კალანდარიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
  • გიორგი ჯავახიშვილი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი
  • რაჟდენ კუპრაშვილი - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
  • ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

ბიზნესი:

  • უჩა მამაცაშვილი
  • ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი
  • ალექსანდრე ივანიშვილი
  • ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე
  • ნოშრევან ნამორაძე

პროპაგანდისტები:

  • ირაკლი რუხაძე - მთავარი პროპაგანდისტული არხის, TV Imedi-ს მფლობელი
  • ლაშა ნაცვლიშვილი - პროპაგანდისტული არხის PosTV-ის დამფუძნებელი
  • ვასილ მაღლაფერიძე - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე
  • თინათინ ბერძენიშვილი - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი
  • კახი ბექაური - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე