
მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მხოლოდ 1 მოწმე გამოიკითხა, დანარჩენი კი პროკურატურამ ჩახსნა.
"პასუხი ადვილია, რატომაც მოხსნა ბრალდებამ ეს მოწმეები - ბრალდება დაიღალა პოლიციელების მეცადინეობით, დაიღალა, რომ ამათი ჩვენებები არ ემთხვევა ერთმანეთს" ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და დაიღალა იმით, რომ ეს მოწმეები სულ არიან ნიღბიანები და დაიღალა ჩვენი კითხვებით, რომ შენ რომ ხარ ამ ნიღბის ქვეშ რით დასტურდება რომ შენ ეს ხარ და არა სხვა", - თქვა მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი ინფორმაციით, შემდეგი პროცესი განახლდება უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო ექსპერტი, გივი ჩხარტიშვილი გამოიკითხა.
ექსპერტმა თქვა, რომ ირაკლი დგებუაძის სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ დაუფიქსირებია. მისი განცხადებით, არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა დგებუაძეს სიწითლე, მაგრამ "ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი".