
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სინელნიკის რაიონის შახტარსკის თემში 10 ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელი, ვლადისლავ გაივანენკო ავრცელებს.
მისივე ცნობით, დაშავებულებიდან ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, თავდასხმის შედეგად სამსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა, ნიკოლაევში კი ინფრასტრუქტურა დაზიანდა.