
იურისტი ნიკა სიმონიშვილის ცნობით, ქართული ოცნების პოლიციამ დღეს სახლში დააკავა გოგო, რომელსაც გუშინ რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე შარფის ტარების გამო გააჩერეს. მას 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება.
"პოლიციამ დღეს სახლში დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანეს გოგო, რომელიც ქაშუეთთან გააჩერეს და ტროტუარზე შარფის ტარების გამო 15 დღემდე პატიმრობა ემუქრება"- წერს სიმონიშვილი.
18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ქართული ოცნების პოლიციამ მოქალაქეები გააჩერა და მათ, სახის დაფარვის მიზეზით, ოქმები შეუდგინა.