
ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესზე სასამართლო ექსპერტი, გივი ჩხარტიშვილი იკითხება.
მისი განცხადებით, ირაკლი დგებუაძე, რომელსაც ექსპერტიზა მან ჩაუტარა, მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში სუსტ ტკივილს უჩიოდა.
ექსპერტმა თქვა, რომ ირაკლი დგებუაძის სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ დაუფიქსირებია. მისი განცხადებით, არ ახსოვს, აღენიშნებოდა თუ არა დგებუაძეს სიწითლე, მაგრამ "ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი".
"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის... ტკივილის ცნება არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, ტკივილი არის სუბიექტური ცნება... ეს ტკივილის ცნება არ არის სამედიცინო ექსპერტის კომპეტენცია, რადგან ის არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, ჩემი კვლევის სფერო ვერ იქნება", - თქვა ექსპერტმა მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე მას რამდენჯერმე ჩაეკითხა.