
ქართული ოცნების ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის ევრონტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეხმაურება ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას და ამბობს, რომ ოცნებაში კომისიისთვის "აზრი არ უკითხავთ".
15 ოქრომბერს ვენეციის კომისიამ საქართველოში მიღებული რუსული კანონი, "აგენტების კანონი", ფარა და მაუწყებლობის რეგულაციები მკაცრად გააკრიტიკა და მათი გაუქმება ან ძირეული გადახედვა რეკომენდაციად შესთავაზა ქართულ ოცნებას.
"ჩვენ ვენეციის კომისიისთვის აზრი არ გვიკითხავს, ამიტომ, უფრო დეტალურად, ვინც ჰკითხა, შეუძლიათ, მათ მოჰკითხონ აზრი. როცა კანონს ვიღებდით, მაშინაც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ფარა გავაუქმოთ, თუ ამერიკელებიც გადაწყვეტენ, რომ ეს კანონი ნამდვილად არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და კანონი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით იცავდა ამერიკის დემოკრატიას, კეთილსინდისიერ პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, თუ ისინიც გააუქმებენ. თუ არ აუქმებენ, მაშინ ბუნებრივია არის რაღაც საჭიროება, ხომ?" თქვა მახაშვილმა.