შსს-მ ელინა ვალტონენი "გზის გადაკეტვისთვის" დააჯარიმა

შსს-მ ელინა ვალტონენი "გზის გადაკეტვისთვის" დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი "გზის გადაკეტვისთვის" დააჯარიმა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი თქმით, ის 5 000 ლარით დაჯარიმდა.

ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ის 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდა.

15 ოქტომბერს ოცნების მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ კობახიძემ საქართველოში მყოფ ვალტონენთან შეხვედრა "კანონსაწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო" გააუქმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა თავად ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა.