ფინეთის საგარეოს განცხადებით, სამინისტრომ გუშინ თავად გააუქმა კობახიძესთან შეხვედრა

ფინეთის საგარეოს განცხადებით, სამინისტრომ გუშინ თავად გააუქმა კობახიძესთან შეხვედრა

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფორმულასთან განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გუშინ თავად სამინისტრომ გააუქმა.

"მტკიცება, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრ ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა, არასწორია. შეხვედრა გუშინ საღამოს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გრაფიკის მიზეზით გააუქმა", - აცხადებენ საგარეოში.

დღეს, 15 ოქტომბერს ოცნების მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ კობახიძემ ვალტონენთან შეხვედრა "კანონსაწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო" გააუქმა.

გუშინ, 14 ოქტომბერს, ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა. ელინა ვალტონენი აქციის მონაწილეებს შეხვდა.