Channel 12-ის ინფორმაციით, ისრაელმა იორდანიისა და სირიის თავზე ირანიდან გაშვებული დრონების ჩამოგდება დაიწყო.
გამოცემა წერს, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საჰაერო ქოლგის შექმნით გახდა შესაძლებელი, რომელიც ვაშინგტონმა რეგიონის პარტნიორებთან თანამშრომლობით გააკეთა.
სხვა ოფიციალური განცხადებები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა.