ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა - IDF-ი ინფორმაციას ადასტურებს

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა - IDF-ი ინფორმაციას ადასტურებს

Axios-ის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა.

მომხდარს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარიც გამოეხმაურა და ინფორმაცია დაადასტურა. როგორც CNN წერს, ჰაგარის თქმით, დრონებს რამდენიმე საათი დასჭირდებათ, რომ მიზანს მიაღწიონ.

სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ოფიციალურმა თეირანმა ისრაელზე თავდასხმა მას შემდეგ დააანონსა, რაც ირანის საკონსულოზე იერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი მეთაური და კიდევ ექვსი ოფიცერი მოკლეს. ისრაელს პასუხისმგებლობა არ აუღია. თუმცა ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ "ისრაელი უნდა დაისაჯოს და დაისჯება".