ხაზარაძე: სახალხო პარლამენტის იდეა პირობითი დასახელებაა, ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს

ხაზარაძე: სახალხო პარლამენტის იდეა პირობითი დასახელებაა, ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს

ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდნენ და "სახალხო პარლამენტის" იდეა გააცნეს.

ხაზარაძის თქმით, ეს დასახელება პირობითია. ის შეხვედრით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ დამატებით დეტალებზე თავად ზურაბიშვილი ისაუბრებს

"სახალხო პარლამენტის იდეა არის პირობითი დასახელება. ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს. მინდა გიხრათ, რომ კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა და მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი გააკეთებს ბრიფინგს და მინდა, რომ ახლა მეტი კომენტარი არ გავაკეთო. პრეზიდენტი თვითონ გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც არის ძალიან სერიოზული. ეს შეხვედრები გაგრძელდება არამარტო ჩვენთან, არამედ სხვა კოალიციებთანაც"- თქვა ხაზარაძემ.

17 ნოემბერს მამუკა ხაზარაძემ გამოაქვეყნა გეგმა, ომლითაც, მისი თქმით, ახალი არჩევნების მიღწევაა შესაძლებელი.

გეგმა 5-პუნქტიანია და ერთ-ერთი ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ "სახალხო პარლამენტის" ფორმირებას გულისხმობს.