ხაზარაძე აქვეყნებს გეგმას, რომლითაც, მისი თქმით, ახალი არჩევნების მიღწევაა შესაძლებელი

ხაზარაძე აქვეყნებს გეგმას, რომლითაც, მისი თქმით, ახალი არჩევნების მიღწევაა შესაძლებელი

ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აქვეყნებს გეგმას, რომლითაც, მისი თქმით, ახალი არჩევნების მიღწევაა შესაძლებელი.

ხაზარაძე წერს:

"ახალი არჩევნების მისაღწევად საჭიროა:

1. ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით, გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე, თბილისსა და მთელ საქართველოში;

2. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, 4 ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა;

3. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ "სახალხო პარლამენტის" ფორმირება, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევა "სახალხო პარლამენტის" საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა, "სახალხო პარლამენტის" მოქმედების გეგმის შემუშავება;

4. "სახალხო პარლამენტის" დელეგაციის გაგზავნა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება", - წერს ხაზარაძე.