
ვფიქრობდი, რომ ეს ომი ყველაზე ადვილი მოსაგვარებელი იქნებოდა, რადგან პუტინს ძალიან კარგად ვიცნობ. მაგრამ ის ყველაზე რთული აღმოჩნდა. ეს საკითხი პრეზიდენტ პუტინთან და ზელენსკითან ერთად უნდა მოვაგვაროთ. შევახვედროთ ისინი და შედეგებს მივაღწიოთ, თუმცა ამის კეთების ერთადერთი გზა არის ძალის პოზიციიდან, რადგან სუსტები რომ ვიყოთ, ჩემს ზარსაც კი არ უპასუხუბედნენ.
მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით. მე ვუთხარი პუტინს, კარგად არ გამოიყურები, ოთხი წელია იბრძვი ომში, რომელსაც ერთი კვირა უნდა დასჭირვებოდა, ქაღალდის ვეფხვი ხარ? ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საბოლოოდ, ვფიქრობ, ამასაც მოვაგვარებ.
შევხვდი პუტინს ალასკაზე, კარგი შეხვედრა გვქონდა. შემდეგ ის დაბრუნდა და კიევში დრონები გააგზავნა.
განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.