კანადას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს – მარკ კარნი ოფიციალურად შეუდგა მოვალეობას

კანადას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს – მარკ კარნი ოფიციალურად შეუდგა მოვალეობას

კანადის ახალმა პრემიერმინისტრმა, მარკ კარნიმ, ოფიციალური ფიცი დადო და ამით ჯასტინ ტრიუდოს შეცვალა ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე.

ფიცის ცერემონია კანადის ოფიციალურ ენებზე – ინგლისურად და ფრანგულად – გაიმართა.

ახალი პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტებით დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისკენ გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ მარკ კარნი, რომელიც წარსულში კანადის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი იყო, ლიბერალური პარტიის ლიდერად 9 მარტს აირჩიეს. მან პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში სამი მეტოქე დაამარცხა და ხმების 85.9% მოიპოვა. არჩევის პროცესში 152,000-მდე პარტიის წევრმა მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება ჯასტინ ტრიუდოს, მან პრემიერმინისტრის პოსტი იანვარში დატოვა. მისი გადადგომის მიზეზად ლიბერალური პარტიის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა დასახელდა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში უპრეცედენტო იყო. ტრიუდო 2015 წლიდან იკავებდა პრემიერმინისტრის პოსტს.

ვინ არის მარკ კარნი