Reuters-ის ცნობით, რამდენიმე ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ირანს შურისძიებისგან დროებით მხოლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეაჩერებს.
გამოცემის ინფორმაციით, ირანმა პირობა დადო, რომ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას, რომელიც გასული თვის ბოლოს თეირანში ვიზიტის დროს მოხდა, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
ისრაელს ჰანიეს მკვლელობასთან კავშირი არ უღიარებია და არც უარუყვია.
როგორც ცნობილია, ირანის უშიშროების მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ირანი, მოკავშირეებთან ერთად, როგორიცაა ჰეზბოლა, ისრაელზე პირდაპირ თავდასხმას დაიწყებს, თუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება.
ამასთან, BBC-ის ცნობით, ირანმა უარყო დასავლეთის მოწოდებები, უკან წაიღოს ისრაელის მიმართ მუქარა, რომელიც მან პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მოკვლის საპასუხოდ გამოთქვა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნასერ ქანანიმ განაცხადა, რომ ირანის მიმართ ასეთი თხოვნა მოკლებულია პოლიტიკურ ლოგიკას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და წესებს და წარმოადგენს საჯარო და პრაქტიკულ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ.