ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანს ისრაელზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები.
ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ესკალაციისგან და რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად იმოქმედოს", - წერს ლაიენი სოციალურ ქსელში.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ IDF-ში განაცხადეს, რომ ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო.