გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაიცვალა - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაიცვალა - გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

გლდანი მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი, დავით გოგობერიშვილი, რომელმაც ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაიცვალა.

ინფორმაცია "ფორმულას" შსს-ში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.