IRNA: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებიც ისროლა

IRNA: ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებიც ისროლა

ირანის სახელისუფლებო სააგენტო IRNA წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოფიციალურმა თეირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებიც ისროლა.

IRNA ფოტო და ვიდეო მასალასაც ავრცელებს, თუმცა მათი ნამდვილობა უცნობია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა.