
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რადიო თავისუფლებას საგანგებო დახმარებას გაუწევს და მას მოკლევადიან, 5.5 მილიონ ევროს გამოუყოფს.
კაია კალასის თქმით, ამჟამად ევროკავშირი ვერ შეძლებს რადიო თავისუფლების დაფინანსების დეფიციტის სრულად შევსებას, მაგრამ შეუძლია მის საქმიანობას დაეხმაროს ევროკავშირის სამეზობლოში, მათ შორის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
ამასთან, კაია კალასი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი შეძლებს რადიო თავისუფლებისთვის გრძელვადიანი დახმარების გაწევასაც.
***
22 მარტს ამერიკის ხმის ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში შეიტანეს.
ჟურნალისტების განცხადებით, ქვეყნის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას არღვევს.
მანამდე, ამერიკის ხმის ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში მას შემდეგ გაუშვეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს საქმიანობა შეუზღუდა.
ცნობისთვის, 15 მარტს მერიკის შეერთბული შტატების გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) გამოცემას განუცხადა, რომ ფედერალური გრანტის შეთანხმება შეუწყვიტა.
მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ ამერიკის ხმის სარჩელი დააკმაყოფილა და მისი დახურვა დაბლოკა. კერძოდ, მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ამერიკის ხმის საქმიანობის აღდგენა დაავალა.