
ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, "ლელო - ძლიერმა საქართველომ" და "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ წარდგენამდე განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული ორი პარტია თბილისში მმართველობის "ევროპულ სტანდარტს" დანერგავს, რითაც "კეთილდღეობისა და ბედნიერების" მოტანას შეძლებენ.
მისივე თქმით, თითოეულ კანდიდატს გამარჯვების რწმენა და მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი კომპეტენცია აქვს.
"მე მინდა დღეს ორ მთავარ გუნდთან ერთად - "ლელო -ძლიერ საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის", წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც დაკავშრებულები იქნებიან თქვენს კეთილდრეობასტან და პრობლემების მოგვარებასთან, თქვენს ახალ საცხოვრისთან, სუფთა ჰაერთან, სწორ სოციალურ მხარდაჭერასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, იმ ჯანდაცვასთან, რომელიც დღეს თბილისელებს სჭირდება, გამართულ ინფრასტრუქტურასთან, საცობების გარეშე ქალაქთან. ეს ადამიანები იქნებიან დაკავშირებულები თქვენ კეთილდღეობასთან.
თითოეულ კანდიდატს აქვს რწმენა გამარჯვების, კომპეტენცია და წლების განმავლობაში აქვთ დარწმუნებული ის, რითიც სჯერათ. ამიტომ, დღეს ჩვენ, ორი გუნდი ვართ ამაყები, რომ არ გავურბივართ არანაირ წინააღმდეგობას. თბილისის თითოეულ უბანში ჩვენს შევძლებთ, რომ დავარწმუნოთ მოქალაქეები იმაში, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - განაცხადა კუპრაძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატები "გახარია საქართველოდან" არიან:
1. ზემო ვაკის ოლქი - ზაზა თავაძე;
2. კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი- სალომე კობალაძე;
3. დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღმის ოლქი- როინ ქოჩორაშვილი;
4. ავლაბრის ოლქი - სოფო ხორგუანი;
5. ნავთლუღის ოლქი - ვიკა ფილფანი;
6. ქვემო სამგორის ოლქი - გიგა კაცია;
7. ზღვისუბნის ოლქი - ეკა უდესიანი;
8. ლილო ორხევის ოლქი - დაჯი კოვზირიძე;
9. ჩუღურეთის ოლქი - რუსუდან თევზაძე;
10. ლუწი მიკრორაიონების ოლქი - კოკა კობალაძე;
11. ლოტკინის ოლქი - ფიქრია გოგოლაძე;
12. დიღმის ოლქი - გიორგი შარაშიძე.
მაჟორიტარობის კანდიდატები "ლელო - ძლიერი საქართველოდან" არიან:
1.მთაწმინდა - ლანა გალდავა;
2. ვაკე - ტრადიციული ნაწილი - ვახტანგ სურგულაძე;
3. საბურთალო - ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა - რამაზ მანდარია;
4. კრწანისი - თამარ ბოყოველი;
5. ისანი - ვაზისუბანი - გიორგი სიორიძე;
6. სამგორი - ვარკეთილი - ნინო ქათამაძე;
7. სამგორი - მე-3 მასივი, ზემო პლატო - გულიკო ზუმბაძე;
8. დიდუბე - წერეთელი - ბექა ბერიძიშვილი;
9. ნაძალადევი ნახალოვკა - ნიკა ჩერქეზიშვილი;
10. ნაძალადევი - სანზონა - ქეთევან თურაზაშვილი;
11. გლდანი - ავჭალა, ზაჰესი - გიორგი რეხვიაშვილი;
12. გლდანი - კენტები - ჯუბა ლოლაძე;
13. გლდანი - მუხიანი - გრიგოლ გეგელია.