
ევროკომისია შიდა სამუშაო ჯგუფს შექმნის, რათა შეისწავლის ჟურნალისტური გამოძიებებით გავრცელებულ ბრალდებებს, რომ უნგრეთის სადაზვერვო სამსახური ევროკავშირის ინსტიტუტებსა და მათი თანამშრომლების მიმართ ჯაშუშობას ეწეოდა, - განაცხადა კომისიის პრესსპიკერმა.
ბრალდებები მომდინარეობს უნგრული არასამთავრობო ჟურნალისტური ჯგუფი Direkt36-ის, ბელგიური De Tijd-ისა და გერმანული Der Spiegel-ის ერთობლივი გამოძიებისგან. კომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია კომისიამ "სერიოზულად აღიქვა" და შესაბამისად დაიწყებს კვალიფიციურ შიდა მოკვლევას.
„კომისია აღრიცხავს დღეს გამოქვეყნებულ ყველა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო უნგრული სადაზვერვო სამსახურის მიერ ევროკავშირის და მისი თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ჯაშუშური ოპერაციები. კომისია ასეთ ბრალდებებს ძალიან სერიოზულად ეკიდება და შიდა ჯგუფი შეუდგება მათ შესწავლას,“ - ნათქვამია პრესსპიკერის განმარტებაში.