
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ „ფორმულას“ შსს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელი საქმის გამო დაიბარეს ახალაია.
ყოფილი მინისტრის მეუღლის, ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.