
ჯერ არ იცით, უსაფრთხოების რა გარანტიებზეა საუბარი, რადგანაც კონკრეტულ დეტალებზე საჯაროდ არ გვისაუბრია. ევროპა მათ [უკრაინელებს] მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, მაგრამ, მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩვენც ჩართულები ვიქნებით, რათა მათ დავეხმაროთ. ვფიქრობ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, მაშინ პრობლემა არ გვექნება. მაგრამ, ჩვენ დავეხმარებით, რადგან აღარ მინდა ადამიანების სიკვდილის ნახვა.
განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.