ტრამპი: თუ ზელენსკი და პუტინი არ შეხვდებიან, რუსეთისთვის შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს

ტრამპი: თუ ზელენსკი და პუტინი არ შეხვდებიან, რუსეთისთვის შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის ლიდერ ლი ჯე მიონთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა არ შედგება, ამას რუსეთისთვის "სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს."

"ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვნახოთ რა მოხდება... რადგან ეს ომი უნდა დასრულდეს", - თქვა მან.

ტრამპი დაზუსტებით არ ამბობს დაესწრება თუ არა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას.

"შეიძლება დავესწრო, შეიძლება არა. მინდა, რომ მათ [ზელენსკიმ და პუტინმა] ურთიერთობები თავად მოაგვარონ. სასტიკი ომია, მსგავსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ვნახოთ რა მოხდება მომდევნო ერთ ან ორ კვირაში", - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.