დათუნაშვილი: ოცნებამ გადაწყვიტა, კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს, ყველა უბანზე დარღვევებია

დათუნაშვილი: ოცნებამ გადაწყვიტა, კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს, ყველა უბანზე დარღვევებია

ლელო - ძლიერი საქართველოს ლიდერი თაზო დათუნაშვილი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე დარღვევებზე საუბრობს. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, ყველა საარჩევნო უბანზე გარკვეული დარღვევები ვლინდება.

დათუნაშვილის თქმით, თბილისსა და რეგიონებში უკვე ათეულობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა სიმძიმის ფაქტებზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს საარჩევნო ბუნებთან ამომრჩევლის მოსყიდვა.

"ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს, რომ თბილისის მასშტაბით კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს და ყველა საარჩევნო უბანზე რაღაც დარღვევები ვლინდება. ამ მომენტისთვის რაც ფიქსირდება, ეს არის თბილისში 51-ე უბანი, სადაც გაიცა ორი ბიულეტენი, რის გამოც დაიწერა საჩივარი, სამგორში უკვე მეორედ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, ჯერ 37-ე უბანზე, მერე კი 31-ე უბანზე. ანუ ვლინდება ტენდენცია, რომ ორ-ორი ბიულეტენის გაცემა ხდება ადამიანებზე და ორ-ორი ბიულეტენით აძლევენ ხმას.

ამ დარღვევის სისტემურობა უკვე გამოვლენილია. აგრეთვე, აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება ნაძალადევის 33-ე უბანი, სადაც ჩვეულებრივი კრიმინალის ინდიკატი მოქმედებს ვინმე ნოზაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ამ უბანს ხელმძღვანელობს და ყველა დანაშაულისთვის იქნება პასუხისგებაში მიცემული ეს ადამიან. არ გვაძლევენ კამერის სწორად დაყენების საშუალებას გამოვლინდა ის, თუ რის გამოა ეს ზეწოლა და რის გამო არ უნდათ, რომ კამერა იდგეს. გამოვლინდა შემთხვევები, რომ ადამიანები იქ შევიდნენ და მერე სახის დაფარვით გამოვიდნენ. რაც მიანიშნებს იმას, რომ იქ კარუსელი ტრიალებდა"- თქვა დათუნაშვილმა.

როგორც დათუნაშვილმა თქვა, უბნებზე გამოვლენილი დარღვევები მათ მიერ დაყენებულ კამერებში აღბეჭდილია.

"აგრეთვე პრობლემური უბანია მთაწინდის 58-ე საშუალო სკოლაში, სადაც ჩვენი კამერა გამორთეს. მინდა, საზოგადოებას მკვეთრად ვუთხრა, რომ ლაივ სტრიმი გაშვებული გვაქვს ტრადიციულად თბილისის ძველი უბნებიდან. თბილისის ყველაზე მძიმე10-12 უბანია არჩეული, სადაც ტრადიციულად სულ გაყალბებაა, კრიმინალები დგანან გარეთ, სულ პოლიციის ზეწოლა. მიუხედავად კამერებისა, ამ უბნებზე ისევ არის პრობლემები"- თქვა მან.

ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა, დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა.