ბაჯელიძე: ჩაატარეს ჩხრეკა - ამიხსნეს, რომ მოსულები არიან საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე

ბაჯელიძე: ჩაატარეს ჩხრეკა - ამიხსნეს, რომ მოსულები არიან საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ ბაჯელიძე აცხადებს, რომ მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკა ზედაპირული იყო და პროკურატურის წარმომადგენლების მთავარი მიზანი ტელეფონის ამოღება იყო.

„ტელეფონი უნდოდათ. პირდაპირ ეთერში რომ გავედი, გაღიზიანდნენ და წამართვეს. ამიხსნეს, რომ საქმე საბოტაჟის მუხლით იყო აღძრული და უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ კანონიც ახსენეს,“ — აცხადებს ბაჯელიძე.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ ლეპტოპიც წაეღოთ.

ბაჯელიძის ინფორმაციით, ჩხრეკისას ეძებდნენ ელექტრონულ მოწყობილობებს, ასევე შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ნივთებს, თუმცა პროცესი ზედაპირულად ჩატარდა.

ცნობისთვის, მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა გამთენიისას ჩატარდა და უკვე დასრულებულია. პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლებშიც.