
პროკურატურის თანამშრომლები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას ატარებენ.
ჩხრეკამდე ცქიტიშვილი სახლთან შეაჩერეს, ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქეს.
ცქიტიშვილის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს სასამართლო განჩინების საფუძველზე.
პირადი ჩხრეკის შემდეგ პროკურატურის თანამშრომლებმა აცნობეს, რომ საცხოვრებელი ბინაც უნდა შეემოწმებინათ.
შეგახსენებთ, ჩხრეკა მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლშიც.
პროკურატურას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა 17 მარტს, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, დაყადაღდა ხუთი ფონდი, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს ეხმარებიან.