ამერიკის ხმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

ამერიკის ხმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

ამერიკის ხმის ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში შეიტანეს.

ჟურნალისტების განცხადებით, ქვეყნის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას არღვევს.

"მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ობიექტური ახალი ამბების გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი წყარო გაქრა და სიცარიელეს სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული ცენზურა გავლილი საინფორმაციო საშუალებები შეავსებენ", - განაცხადეს ამერიკის ხმის ჟურნალისტებმა.

ამასთან, გასულ კვირას, ამერიკის ხმის ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში მას შემდეგ გაუშვეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს საქმიანობა შეუზღუდა.

ცნობისთვის, 15 მარტს მერიკის შეერთბული შტატების გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) გამოცემას განუცხადა, რომ ფედერალური გრანტის შეთანხმება შეუწყვიტა.

USAGM მეთვალყურეობს ახალი ამბებისა და ინფორმაციის გადაცემას თითქმის 50 ენაზე ყოველ კვირას დაახლოებით 361 მილიონი ადამიანისთვის.

აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიოთავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia), ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელები (MBN).

დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის, ჯამში 7 სააგენტოს ეხება:

1. მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;

2. აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;

3. ვუდრო უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;

4. სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;

5. აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;

6. თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;

7. უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.