აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს

აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს

პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც მივიდნენ. ბაჯელიძე ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვიდეოდან ირკვევა, რომ პროკურატურის წარმომადგენლები მის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ.

ჩხრეკა ამ დროისთვის ასევე მიმდინარეობს „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლებშიც.

პროკურატურას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა 17 მარტს, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, დაყადაღდა ხუთი ფონდი, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს ეხმარებიან.