
ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასვლას ნიშნავს, როდესაც ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მეორე ქვეყანაში ჩადის და ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობს. იქ უკვე არც კითხულობს, რა არის ამ აქციის მოთხოვნა, ან რაზეა საუბარი და მიზანმიმართულად ავრცელებს სრულიად მცდარ ინფორმაციას...
ჩვენ ძალიან ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე სამართლის უზენაესობისკენ, რომ ყველა თანასწორია და თანაბრები ვართ კანონის წინაშე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არღვევს კანონის. ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ სრული უფლება იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს გამოუწერონ ჯარიმა, თუ ის არღვევს კანონს, ის გადაიხდის, თუ არ გადაიხდის, დიპლომატიურ იმუნიტეტს გამოიყენებს თუ არა, ეს სხვა საკითხია. მე თუკი კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამოვდივარ, არავინ არ მიკრძალავს, არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ უკრძალავს სახელმწიფოს კანონების დაცვას. სრულიად სამართლიანი იყო ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, როდესაც კანონის კონკრეტული მოთხოვნის დარღვევისთვის მას გამოეწერა ჯარიმა. რამდენად მოხდება ამ ჯარიმის გადახდა, არ ვიცი. ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, რომ ჯერ უამრავი ხალხი იკრიბება და მეორე, რომ ამ ხალხს ვინმე ერჩის. სრულიად თავისუფლად შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი ჩანს კიდეც კადრებში და ამაზე თქვა, რომ უამრავი ადამიანი დგას და თან მათ ვინმე უშლის შეკრებას, ასეთი ცხადი სიცრუე ძალიან რთულია
განაცხადა "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.