ბოჭორიშვილი: ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტს არანაირი ფასი არ ჰქონდა საქართველოსთვის

მიუხედავად იმისა, რომ მის [ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს] ვიზიტს ფაქტიურად თავმჯდომარეობის დასასრულს, არანაირი ფასი არ ჰქონდა საქართველოსთვის, მას ფასი ექნებოდა ნამდვილად, თუ ის ჩამოვიდოდა საქართველოში იანვარში, თებერვალში, წლის დასაწყისში, როდესაც ფინეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგი ჯერ კიდევ წინ იყო. როდესაც წლის ბოლოს, მაშინ, როდესაც თავმჯდომარეობის თვე-ნახევარი გაქვს დარჩენილი, რამდენად აზრიანია ეს ვიზიტი, კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ.

მან რეალურად, დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო ნორმა და წესი, რაც მოქმედებს, როდესაც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს ნებისმიერ მონაწილე ქვეყანას ეუთოს ფარგლებში. 57 მონაწილე ქვეყანაა, ჩვენი რეაქცია იყო დიპლომატიის ჩარჩოებში, ჩვენ არ დაგვიწყია კომენტარების გაკეთება ქუჩიდან და ვიდეოების ატვირთვა სოციალურ ქსელში. ჩვენ ვიმოქმედეთ იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებშიც მოქმედების შესაძლებლობას იძლევა საერთაშორისო წესები. გაგზავნილი იქნა ნოტა, რომელიც მიიღო ეუთოს ყველა მონაწილე ქვეყანამ. ამ ნოტას ჰქონდა გამოხმაურება და ეს გამოხმაურება ნიშანდობლივია - 57 ქვეყნიდან, ათმა მონაწილე ქვეყანამ გაამართლა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედება, შეაგულიანა თუ მხარი დაუჭირა. ესეც რაღაცას ნიშნავს, 57 ქვეყნიდან 10 ქვეყანა გიჭერს მხარს.

განაცხადა "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.