
დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელები ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სამოგზაუროდ იღებენ ვიზას. ამით არ დაქცეულა ქვეყანა და არაფერი არ მომხდარა ისეთი. ძალიან ჩვეულებრივად, როდესაც მიემგზავრები იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სავიზო რეჟიმის შემოღებული, ითხოვ და იღებ ვიზას. ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ვერავინ ვერ შეგაშინებს იმით, რომ შენ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებ, როგორც ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება შენი ქვეყნის მომავალს, შენი შვილების მომავალს, რომ ამ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, შევინარჩუნოთ უსაფრთხოება და დემოკრატიული მმართველობა. როდესაც დემოკრატიულ უკუსვლაზე გესაუბრებიან, თავად უგულებელყოფას აკეთებენ დემოკრატიის.
განაცხადა "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.