TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

TV პირველის ინფორმაციით, გუშინ 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ფაქტზე დაკავებული ადამიანი კომპანია "ფინის" დირექტორი კახა კოტორაშვილია.

მათივე ცნობით, ამ მომენტისთვის, გამოძიება მისგან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის აღნიშნული თანხა მიჰქონდა.

მედია წერს, რომ კოტორაშვილი და მისი კომპანია ამ სქემისთვის გამოიყენეს, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.

ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოავლინეს 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც დაკავებულია 1 ადამიანი.

უწყების ცნობით, დაკავებულს და მასთან დაკავშირებულ პირებს 2022-2024 წლებში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავების საშუალებით შემოჰქონდათ უცხოური ვალუტა, რაც შემდეგ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიჰქონდათ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, იმისთვის, რომ ბრალდებულს აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახე მიეცა, ბანკებში თანხის წარმომავლობის შესახებ ყალბი ცნობები მიჰქონდა, ხოლო ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული ფულით უძრავ-მოძრავ ქონებას ყიდულობდა.

დაკავებულს თავისუფლების 9-დან 12-წლამდე ვადით აღკვეთა ემურქრება.