მოზაიკა: დაკავებულია ბიზნესმენი გორელი გიორგი კანდელაკი, ასევე გორის საკრებულოს წევრი

მოზაიკა: დაკავებულია ბიზნესმენი გორელი გიორგი კანდელაკი, ასევე გორის საკრებულოს წევრი

გამოცემა "მოზაიკას" ინფორმაციით, ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებული არიან გორელი ბიზნესმენი და მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი.

მათივე ცნობით, დაკავებულია ბიზნესმენ გიორგი ჯალაბაძის ძმა, ქართლოს ჯალაბაძეც.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში 7 ადამიანი დღეს დააკავა.

უწყების ცნობით, ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამოღებული უაქციზო სასმელების და სიგარეტების სარეალიზაციო ღირებულებამ, შესაძლოა, მილიონობით ლარი შეადგინოს.

გამოძიება სსკ-ს 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.