POG: გამოვავლინეთ $625 და €35 მილიონის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი

POG: გამოვავლინეთ $625 და €35 მილიონის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი

პროკურატურის განცხადებით, გამოავლინეს 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც დაკავებულია 1 ადამიანი.

უწყების ცნობით, დაკავებულს და მასთან დაკავშირებულ პირებს 2022-2024 წლებში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავების საშუალებით შემოჰქონდათ უცხოური ვალუტა, რაც შემდეგ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიჰქონდათ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, იმისთვის, რომ ბრალდებულს აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახე მიეცა, ბანკებში თანხის წარმომავლობის შესახებ ყალბი ცნობები მიჰქონდა, ხოლო ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული ფულით უძრავ-მოძრავ ქონებას ყიდულობდა.

დაკავებულს თავისუფლების 9-დან 12-წლამდე ვადით აღკვეთა ემურქრება.

"პროკურატურამ სუს-თან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული უპრეცედენტო ოდენობის, 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია 1 ადამიანი. პროკურატურის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცველელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ, საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კობერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსებით უკანონო ქსელი.

დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომალობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.

ბრალებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წამომალობის უცხოური ვალუტისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომდა, სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი. რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდათ წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები, ხოლო ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომის განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით მიმართულ იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა 2022-2024 წელბში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი ამერიკული დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფგული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხისა და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას გაატარებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

არდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომათ 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტებზე, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში წარსულში გასამართლებულია 7 პირი, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ", - აცხადებენ პროკურატურაში.